თბილისსა და რუსთავს შორის მდებარე კრწანისის ტყეპარკი 1958 წელს დაარსდა. 200 ჰექტარი ფართობის მქონე რეკრეაციული ტერიტორია მტკვრის ჭალის ბუნებრივ ეკოსისტემას წარმოადგენს და ფლორისა და ფაუნის დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მთელი წლის განმავლობაში კრწანისის ტყეპარკში 100-ზეტი სახეობის მობინადრე თუ გადამფრენი ფრინველი იყრის თავს, მათ შორისაა წითელი ნუსხაში შესული კოლხური ხოხობიც. შესაბამისად, კრწანისის ტყეპარკი ერთ-ერთისაუკეთესოადგილია ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის.
ულამაზესი ხეივნებით გაფორმებული ბილიკები იდეალურია ფეხით ან ველოსიპედით სეირნობისთვის, პიკნიკების, და საგანმანათლებლო ტურებისთვის.