შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ ველური ბუნებისეროვნული სააგენტო

სიახლეები

#

კრწანისის ტყეპარკში 30 ფრთა კოლხური ხოხობი გაუშვეს

ხოხბების გაშვება საქართველოში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული პროექტის „ფარიკაობა პლანეტისთვის” ფარგლებში განხორციელდა.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო, ფარიკაობის საერთაშორისო და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციები.

ხოხბების გაშვების პროცესში ბიომრავალფეროვნების და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსი რევაზ ბეჟაშვილი, საქართველოს სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ტამას ჰენრიეტი მონაწილეობდნენ.

კოლხური ხოხობი საქართველოს ველური ბუნების უძველესი ბინადარია. კოლხური ხოხობის პოპულაციის გაზრდა ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. 2016 წლიდან ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც ადგილობრივი ველური ბუნების ფრინველების შემცირებული პოპულაციის აღდგენას გულისხმობს. ისეთი როგორიცაა, კოლხური ხოხობი გნოლი, კაკაბი, პორფირიონი. პროექტის ფარგლებში, ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ კოლხური ხოხბის საწიწილე მეურნეობა მოეწყო. მეურნეობა მოიცავს ბუნებასთან ინტეგრირებულ ვოლიერებს და საინკუბატორო-საწიწილე ნაგებობებს, სადაც კოლხური ხოხობის გამრავლება ხდება.

კრწანისის ტყეპარკი 200 ჰექტარი ფართობს მოიცავს, მტკვრის ჭალის ბუნებრივ ეკოსისტემას წარმოადგენს და ფლორისა და ფაუნის დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მთელი წლის განმავლობაში კრწანისის ტყეპარკში 100-ზეტი სახეობის მობინადრე თუ გადამფრენი ფრინველი იყრის თავს, მათ შორისაა წითელი ნუსხაში შესული კოლხური ხოხობიც. შესაბამისად, კრწანისის ტყეპარკი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის.