შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ ველური ბუნებისეროვნული სააგენტო

პროექტები

#

„წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის პოპულაციის აღდგენის პროექტი

2016 წლიდან ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, მდინარის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს.

ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს “წითელ ნუსხაში“ მოხვდა. ველური ბუნების სააგენტო მუშაობს ნაკადულის კალმახის სხვდასხვა პოპულაციების გამრავლებაზე და შემდეგ მდინარეთა დათევზიანებაზე. მდინარის კალმახის საშენში 160 კვ.მ. შენობა აშენდა, სადაც კალმახის ინკუბატორი და სალიფსიტე აუზები განთავსდა. აღნიშნული საინკუბატორო ნაგებობა სააგენტოს აძლევს საშუალებას გამოჩეკილი ლიფსიტების რაოდენობა იყოს წლიურად 500 000-ზე მეტი.

2024 წელს ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ წითელი ნუსხის სახეობის, მდინარის კალმახით 33 მდე მდინარე და ტბა 835 000 მდე ლიფსიტითა და ლავრით დაათევზიანა. გაშვებული თევზების მეთვალყურეობა ფოტო და ვიდეო ხაფანგებით ხდება.