კეთილშობილი ირმის საშენი მეურნეობის მოწყობის პროექტი
ველური ბუნების სააგენტოს ინიციატივით ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის, კეთილშობილი ირმის საშენის მოწყობისთვის მომზადდა პროექტი, რის საფუძველზეც 2024 წელს ალგეთის ეროვნული პარკში ევრაზიის კონტინენტზე არსებული კეთილშობილი ირმის სახეობების საშენი მოეწყო. ტერიტორია შეიღობა. ხოლო, 2025 წელს დაგეგმილია ტერიტორიაზე ირმების შეყვანა.
გადაშენება ემუქრება ირმის მხოლოდ კავკასიურ ქვესახეობას, რაც ათეული წლების განმავლობაში მიმდინარე ბრაკონიერობის შედეგია. სწორედ ამიტომ, ალგეთის ეროვნული პარკის ვრცელ ტერიტორიაზე (8000ჰა) კეთილშობილი ირმის ველური პოპულაციის შეიქმნება, რის შედეგადაც იგი გეოგრაფიულად დაუახლოვდება სხვა არსებულ პოპულაციებს.