შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ ველური ბუნებისეროვნული სააგენტო

სიახლეები

#

„წითელი ნუსხის“ სახეობა ნაკადულის კალმახის საშენ მეურნეობაში ქვირითობის სეზონი დაიწყო

„წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის პოპულაციის აღდგენის პროექტი

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენ მეურნეობაში ქვირითობის სეზონი დაიწყო. კალმახსაშენის სპეციალისტების ჩართულობით, პირველი ქვირითი უკვე მიღებულია და განთავსებულია საინკუბაციო მოწყობილობაში. საინკუბაციო პერიოდი 60-დან 90 დღემდე გრძელდება. 

განაყოფიერებული კალმახის ქვირითი (თვალის სტადიაზე) ველურ ბუნებაში, საქართველოს სხვადასხვა მთის მდინარეების შენაკადებში განთავსდება, სადაც ინკუბაციის ბოლო ფაზას გაივლის.

ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის გამრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს. 

„წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს.