შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ ველური ბუნებისეროვნული სააგენტო

სიახლეები

#

ალგეთის ეროვნულ პარკში 200 ფრთა კაკაბი ველურ ბუნებაში გაუშვეს

ველური ბუნების და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებმა, ალგეთის ეროვნულ პარკში, წინასწარ შერჩეულ ლოკაციაზე, კაკბის პოპულაციის აღდგენის მიზნით, 200 ფრთა ადგილობრივი სახეობა ველურ ბუნებაში გაუშვეს.

კაკაბი ველური ბუნების სახეობაა და ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული. მისი საყვარელი საცხოვრებელი ადგილებია უტყეო, კლდიანი და ძეძვით დაფარული გორაკები; კაკაბი ფართოდ იყო გავრცელებული თბილისის ირგვლივ განლაგებულ მთებსა და გორაკებზეც.

აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიებზე სახეობების აღდგენა და კონსერვაცია დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2016 წლიდან ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, კოლხური ხოხბის, კაკბისა და პორფირიონის (ხონთქრის ქათამი) პოპულაცია იზრდება.