შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ ველური ბუნებისეროვნული სააგენტო

სიახლეები

#

ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახით გათევზიანდა

ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 60 000 ქვირითით გათევზიანდა. გათევზიანების პროცესში ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსი რევაზ ბეჟაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ფიცხელაური და ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების რეინჯერები მონაწილეობდნენ.


ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის გამრავლებას და ბუნებრივად გამოჩეკის პროცესის მაქსიმალურ ზრდას.
ქვეყანის ბიომრავალფეროვნების დაცვა-აღდგენა და შენარჩუნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.  ამ მიზნით, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის პარალელურად, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. 


2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. სააგენტოს სამოქმედო გეგმის შესაბამისად, წელიწადში,  მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანება ხორციელდება.


2006 წელს, ნაკადულის/მდინარის კალმახი „წითელ ნუსხაში“ მოხვდა და მიენიჭა მოწყვლადის კატეგორია. მსგავსი მდგომარეობაა ევროპის არაერთ ქვეყანაში, რის გამოც აღნიშნული პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეების გათევზიანება აქტიურად მიმდინარეობს.