შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ ველური ბუნებისეროვნული სააგენტო

სიახლეები

#

კრწანისის ტყეპარკში ნეკერჩხლის ხეები დაირგო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ, ვუგარ კარიმოვმა, ორი ქვეყნის მეგობრობის ნიშნად, კრწანისის ტყეპარკში ნეკერჩხლის ხეები დარგეს.

აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებმა  კრწანისის ტყეპარკში რეკრეაციის აღდგენითი სამუშაოებიც დაათვალიერეს.

კრწანისის ტყეპარკის აღდგენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო” ფარგლებში მიმდინარეობს. 

ტყეპარკში უკვე დასრულებულია 7,5 კმ საგზაო მონაკვეთის აღდგენითი, ასევე,150 ჰა-ის შეღობვის, ღობის პერიმეტრის გამწვანებისა და გარე განათების სამუშაოები. პარკში მოეწყო დეკორატიული სკვერები და სარწყავი სისტემები; დაირგო სხვადასხვა სახეობის 5000-მდე მწვანე ნარგავი და დაიგო ბალახის საფარი. გამწვანების მასშტაბური სამუშაოები 2024 წლის გაზაფხულზეც გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ კრწანისის ტყეპარკში რეკრეაციისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე გათვალისწინებული პირველი საჯარო სივრცე შეიქმნება, რომელიც იმგვარად მოეწყობა, რომ არსებული უნიკალური ეკოსისტემა შენარჩუნდეს.