შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ ველური ბუნებისეროვნული სააგენტო

სიახლეები

#

ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყე-პარკის ბიომრავალფეროვნების აღდგენასა და შენარჩუნებაზე აქტიურად მუშაობს

კატეგორია 1

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საქართველოს ფლორისა და ფაუნის, ენდემური და იშვიათი სახეობების აღდგენაზე, ადგილობრივ სახეობათა და მათი ჰაბიტატების აღრიცხვასა და მონიტორინგზეც მუშაობს.

სააგენტომ 2019 წელს მნიშვნელოვნად გაააქტიურა მუშაობა ფაუნის იშვიათი სახეობების აღდგენის მიმართულებით, ამ ეტაპზე სააგენტოში ბინადრობს 500-მდე კოლხური ხოხბის ოჯახი; 3000-მდე კაკაბი და 20-ზე მეტი პორფირიონი. დაწყებულია გნოლის სადედე ჯგუფის შექმნა. ასევე, სააგენტომ მდინარე რიცეულასა და შაორის ტბაში „საქართველოს წითელი ნუსხის ნაკადულის კალმახის პოპულაციის აღდგენის მიზნით, საერთო ჯამში, 25 000-ზე მეტი ლიფსიტა გაუშვა.

დღეისათვის, ნაკადულის კალმახის 100 000-მდე ლარვაა მიღებული, აღნიშნულია 2019 წლის შემაჯამებელ ანგარიშში, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტრომ წარმოადგინა.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოში „საქართველოს წითელი ნუსხის“, ტყის შემქმნელი და ურბანულ სახეობის მცენარეთა გამრავლების მიზნით, სხვდასხვა სახეობის მცენარეა გამოყვანილი.

სააგენტო 2019 წლიდან საქართველოს კანონზე - „სანადირო სახეობების აღწარმოებისა და მართვის შესახებ“ მუშაობს, რომელიც ახლებურად უდგება სამონადირეო სალიცენზიო მეურნეობების, ზოგადად ნადირობის, ტრადიციული ბაზიერობის, სანადირო სახეობათა აღწარმოებისა და საზოგადოებრივი სავარგულების მართვის საკითხებს, რაც ნადირ-ფრინველისა და იხტიოფაუნის პოპულაციების და მათი ჰაბიტატის შეფასებასა და აღწარმოებას შეუწყობს ხელს.