ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში საველე ჰიდრობიოლოგიისა და ეკოქიმიის ფაკულტეტის სტუდენტები წითელი ნუსხის დაცული სახეობების ხელოვნურ აღწარმოებასა და გამოყვანის მეთოდოლოგიას გაეცნენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ფაუნის სახეობათა მხარდაჭერისა და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. სააგენტოს საშენში, ყოველწლიურად, ნახევარი მილიონი მდინარის კალმახის სხვადასხვა აუზის პოპულაციის ლიფსიტის წარმოება და მდინარეების დათევზიანება ხდება საქართველის წითელი ნუსხის სახეობის აღდგენის მიზნით.