შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ ველური ბუნებისეროვნული სააგენტო

სიახლეები

#

კრწანისის ტყეპარკში მოსწავლეებმა დასუფთავების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

კატეგორია 1

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კრწანისის ტყეპარკში თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეებმა დასუფთავების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

მოსწავლეებმა ტყეპარკის ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაასუფთავეს და ცნობიერების ამაღლების მიზნით  დედამიწის დღის მნიშვნელობას გაეცნენ.

გაეროს გენერალური ასამბლეის დადგენილებით დედამიწის საერთაშორისო დღე 1970 წლის 22 აპრილიდან აღინიშნება და ეკოლოგიურ ხასიათს ატარებს, რომელიც მიზნად ისახავს ბუნებრივი კატასტროფების აცილებასა და ეკოსისტემის მოფრთხილებას. დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც მსოფლიოს 193 ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე იღებს მონაწილეობას. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. 2022 წლის დედამიწის დღის თემაა „ინვესტიცია ჩვენს პლანეტაში“ და ფოკუსირებულია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაზე.

საქართველოში დედამიწის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.